თეგებით ძიება

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს - სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ - ნიკა გვარამია

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოთივე პარტიის - " კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძროაბის", "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ერთად დგომა სამშობლოს გადასარჩენად არის საჭირო.

“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა.

მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ”, - წერია ნიკა გვარამიას პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა