თეგებით ძიება

"ხელისუფლების განცხადება წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას" - კვირიკაშვილი

~ხელისუფლების განცხადება წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი პოზიცია ხელისუფლების ბოლო განცხადებაზე:

ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით "ქართული ოცნება" დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.

ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე", - წერს კვირიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა