"დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს" - პრეზიდენტი
დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.
"დღევანდელი დღე არის კვირების განმავლობაში მიმდინარე საკონსტიტუციო გადატრიალების დასასრული. თვეების წინ დასახული კურსი, რომელსაც ევროპიდან რუსეთში მივყავდით, დღეს დასრულდა. დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.