ზურაბ ჯაფარიძე - კრიმინალური სამყაროს მიდგომაა, ჯერ დაგჩაგრავ, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, დავილაპარაკოთ
ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, - ასე აფასებს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებას დიალოგზე.
როგორც ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დიპლომატების პოზიცია იყო შეშფოთება.
"ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, მე ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ელჩების პოზიცია ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი პოზიცია იყო შეშფოთება. ჰქონდათ მცდელობა ესკალაცია არ მომხდარიყო, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ მოხდა და ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება“, -აცხადებს ჯაფარიძე.