კელი დეგნანი - გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ, რამდენად არსებობს შემდგომი გზები
საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები. ჩვენ ვიმუშავებთ ყველა პარტიასთან“, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოლაპარაკებებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.