თეგებით ძიება

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის კაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა სამარშრუტო ტაქსს.

შემთხვევას ავტომობილის მძღოლი 25 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა ორი ადამიანი. ისინი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, რა დროსაც მიმავალი ავტომობილი ვერ შენიშნა და შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ამინდის გამო ცუდი ხილვადობა სახელდება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა