თეგებით ძიება

კორონავირუსის გავრცელების გამო ქობულეთში სკოლა დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების გამო ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლა დროებით დაიხურა და სწავლას სრულად დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სკოლაში გასულ კვირაში მეორე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ვირუსი დაუდასტურდათ, რის შემდეგაც ჯერ კონკრეტული კლასები გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა 18 თებერვალს კორონავირუსი პედაგოგს აღმოაჩნდა, გუშინ კიდევ 8 პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც სკოლა დროებით დაიხურა.

მესამე საჯარო სკოლა ქალაქში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა, სადაც 729 მოსწავლე სწავლობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა