თეგებით ძიება

TIA.GE-სა და სტუდია „ლემონსის“ ერთობლივი სოციალური კამპანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

TIA.GE სტუდია „ლემონსთან“ ერთად, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სოციალურ კამპანიას იწყებს.

ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონში!!! ახალი პროექტი მათთვისაა, ვინც რეგიონებში ცხოვრობს და სურვილი აქვს ყოველდღიური ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოს.

დაწერეთ თქვენს რეგიონზე საინტერესო ამბავი - შეიძლება სხვამ არ იცის, მაგრამ თქვენი ქალაქი/სოფელი/რეგიონი, არის რაღაცით გამორჩეული, შესაძლოა რაიმე პრობლემა გაქვთ რეგიონში და გსურთ ის ამბავი გააშუქოთ და თქვენი ხმა მიაწვდინოთ მას, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია. ან უბრალოდ, გსურთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გააცნოთ საზოგადოებას.

დაწერე რა გიყვარს, რა გეამაყება, რა გენატრება შენს რეგიონში. რითია ის გამორჩეული და განსაკუთრებული? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ამბავი, რომელსაც თვლით, რომ იქნება საინტერესო სხვისთვის - გახადე შენივე საყვარელი რეგიონი ცნობადი და მოთხოვნადი.

ასევე, შეგიძლიათ გადაიღოთ საინტერესო ვიდეოები და გააკეთოთ სიუჟეტები თქვენთვის სასურველ თემებზე, რომელსაც ვიდეო ბლოგების სახით გააცნობთ მაყურებელს.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს, როგორც დამსაქმებლისგან რეკომენდაციისა და სერთიფიკატის გაცემას, ასევე, სურვილის შემთხვევაში, პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლებას, შემდგომი დასაქმების მიზნით.

სტაჟირების პროგრამა გათვლილია 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, თუმცა, შესაძლებელია, პროექტით დაინტერესებულმა ნებისმიერი ასაკის ადამიანმა მოგვაწოდოს საინტერესო სტატიები და ჩვენ განვათავსებთ საიტზე, ამ მხრივ ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს.

დაწერე შენს რეგიონზე საინტერესო ამბავი, აუცილებლად მიუთითეთ საცხოვრებელი ადგილი და გამოგვიგზავნეთ ელ.მისამართზე: [email protected]

დაგვიკავშირდით: 2 45 01 01

ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს მიერ მოწოდებულ მასალას და დადებითი პასუხის შემდთხვევაში, განვათავსებთ საიტზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა