ოპოზიციონერი ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საკოორდინაციო შეხვედრას მართავენ
ოპოზიციონერი ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საკოორდინაციო შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ისინი ამ შეხვედრაზე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
„შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების” ერთმა ნაწილმა ქვეყანა დააყენა უფსკრულისა და დაპირისპირების ზღვარზე; იმ პირობებში, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოდის კრიტიკის უპრეცედენტო ზვავი; იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ”, მოსაძებნია გამოსავალი საერთო ძალისხმევით. ჩვენი ძირითადი საკითხები იქნება დღეს, რა გეგმები აქვს ოპოზიციას უახლოეს დღეებში პროტესტის მშვიდობიანი ტალღის გასაგრძელებლად და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.