თეგებით ძიება

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ამისთანა არაადამიანების ადგილი ციხეშია! "– შატილში დაღუპული გოგოს დედა

შატილში ტრაგიკულად გარდაცვლილი 25 წლის , დეა დევსურაშვილის, დედა, ლიკა სიმონიშვილი, ტურისტულ კომპანიას "თრეველ. ჯი"-ს ადანაშაულებს მომხდარში და დირექტორის და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრის დაკავებას ეხმაურება.

გარდაცვლილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ციხეშია მათი ადგილი.



"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ეს ის ამბავია, როდესაც მთელი სამი თვის განმავლობაში საქმე მხოლოდ გარდაცვლილი მძღოლის წინააღმდეგ იყო აღძრული. თურმე სულ სხვანაირად ყოფილა საქმე! ნამდვილი დამნაშავენი კი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას.

ამათმა 17 ადამიანი მიწას ამოაფარეს და თავს დამნაშავედაც არ გრძნობდნენ! ამისთანა არაადამიანების ადგილი ციხეშია! მადლობა უფალს! ჩვენ უამრავ ადამიანს ავაცილებთ ისეთ სიმწარეს, როგორც მე გავმწარდი! კაიხანი იბოგინა ბოლოთაშვილმა და ატყუებდა ხალხს, კაიხანს ებრძოდნენ მას მოტყუებული ტურისტები, მაგრამ ამაოდ! თავის დროზე რომ შეეჩერებინა მართლმსაჯულებას ეს თაღლითი, შატილის ტრაგედია არ გვექნებოდა! გილოცავთ ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თავგამოდებით მიიწევდით წინ.

მადლობა პირველ არხს – გამომძიებელ რეპორტიორს! – მათმა გადაღებულმა ფილმმა ცხადყო რეალური მიზეზები ავტოკატასტროფისა! მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვინიშნა ადვოკატი და ბოლომდე მხარში გვიდგას! მადლობა ყველას, ვინც მცირედად მაინც დაგვეხმარა! ამჯერად ბოლოთაშვილ – გოგილაშვილის კოკამ წყალი აღარ მოიტანა!“, – წერს ლიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ტურისტული კომპანია თრეველ ჯის დირექტორი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავა - დაკავებულებს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა