რესტორნები შიდა სივრცეებში სტუმრების მიღებას 8 მარტიდან შეძლებენ
რესტორნები შიდა სივრცეებში სტუმრების მიღებას 8 მარტიდან შეძლებენ. გამონაკლისი იქნება ბათუმი, სადაც აღნიშნული შეზღუდვა პირველი მარტიდან იხსნება.
"რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
რეგულაციის შემსუბუქება მხოლოდ სამუშაო დღეებზე ვრცელდება — შაბათ-კვირის შეზღუდვა ძალაში რჩება.
კვების ობიექტების ღია სივრცეებში მუშაობის უფლება 15 თებერვლიდან აქვთ.
შეზღუდვების სრული ჩამონათვალი, რომელიც 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოიხსნა.