თეგებით ძიება

არა ბატონო, ვაჟკაცობა არ არის “ძველბიჭობა”, ბავშვთან ერთად ვახო სანაიაზე თავდასხმას სახელი არ აქვს - ნატო დუმბაძე

პროდუსერი ნატო დუმბაძე ჟურნალის ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება:

"აი ამას ვამბობ ზუსტად, რომ კარგი ცხოვრება გვქონდა თქო! 20 წლის წინ ვინ გაბედავდა ბავშვთან ერთად, სულ რომ მოსისხლე მტერი ყოფილიყო, ვინმესთვის რამე ეკადრებინა, ვინ? მაგისთვის იცოდნენ რომ მოეთხოვებოდათ და არაკაცის სახელი დარჩებოდათ სამუდამოდ!

სადღაა კაცობა და ვაჟკაცობა! რანაირად დეგრადირდა დღეს კაცების მოდგმა?

კიდევ თუ ვინმე დარჩა, “ძველ ბიჭებათ” მონათლეს კომპლექსიანებმა! რბილად რომ ვთქვა!

არა ბატონო, ვაჟკაცობა არ არის “ძველბიჭობა” არა!

ბავშვთან ერთად ვახო სანაიაზე თავდასხმას სახელი არ აქვს. უჯიშო პლასტმასის ვითომ კაცები!კაცობა ფბზე კაკუნი ჰგონიათ დღეს?", - წერს დუმბაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსხენებთ, ჟურნალის ვახო სანაიას თავს დაესხნენ.

პოლიციამ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია ჟურნალისტთან საუბრისას მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა