ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პატრონი მიხუნჰაუზენის მოგონილია, გონს მოეგეთ და მორჩით ეკრანებიდან ღვარძლის ფრქვევას, თქვენი გასადისტებულია ეს ხალხი! - მანჩო გიორგობიანი
სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება:
"შემთხვევით გადავაწყდი, გიორგი თარგამაძე როგორ ტანსაცმლიდან ხტება, ვახო სანაიას ეს როგორ აკადრეთო?!
კი ბატონო, ჩემთვის წარმოუდგენელია ბავშვებთან და ქალებთან ერთად მყოფი ადამიანის ცემა, ყოვლად გაუმართლებელია! მაგრამ რასაც ახლა თარგამაძე მთავრობას აბრალებს, ეს ზუსტად მათი-პოლიტიკური პარტიების მარიონეტი ჟურნალიუგების დათესილია!..
საერთოდ რომ არ უფრთხილდებით არავის ოჯახს, ამის ბრალია ეს ყველაფერი, ხშირად ტყუილად რომ ლაფში სვრით ადამიანებს!. მაშინ რატომ არ ფიქრობთ სხვის შვილებზე, ხალხს რომ უქსევთ მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების ოჯახებს?!
ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პატრონი მიხუნჰაუზენის მოგონილია, დაწყებული პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერიდან და გავრცელებიდან, გაგრძელებული პოლიტიკოსების ოჯახებზე თავდასხმებით!.. ხალხს პანაშვიდებზე უვარდებით და მკვდრებს იმის მიხედვით ათრევთ, თქვენ პოლიტიკურ ინტერესებს როგორ სჭირდება!..
კიდევ მილიონი რამის ჩამოთვლა შემიძლია. დიდი ხანია საზოგადოება გაფრთხილებთ თქვენ, ვინც ყველას და ყველაფერს იმეტებთ, ოღონდ კი ნაცხლისტობა დაუბრუნდეს ხელისუფლებას!. უკადრებელს კადრულობთ , სამშობლოს ღალატობთ და ტაშს უკრავთ “გარეჯი საქართვეო არ ყოფილას”..
პაპუნა უგრეხელიძეს რომ სექსუალური ძალადაობა დააბრალეთ, რადგან ოცნების კადრი იყო, სასამართლპმ გაამართლა და მის მცირეწლოვან ქალიშვილს რომელიმე არხმა ბოდიში მოუხადეთ?!
ძალიან შორს წამოყვანს ჩამოთვლა, თვითმკვლელობას და კრიმინალს რიხით აცხადებთ, რომ მეცნიერულად დადასტურებული კოპირება მოხდეს, პანტა-პუნტით მოაკვლევინეთ ლუკას შემდეგ, იმავე ათ დღეში კიდევ ხუთ ბავშვს თავი! კიდევ ერთ სუიციდს კი შიმშილით თვითმკვლელობა დააბრალეთ, როდესაც იმ ბავშვის მამა წელს იწყვეტდა შრომით და მის შვილს არ აკლებდა შეძლებისდაგვარად არაფერს!.. პოლიტუტკების გამო ყველაფერს კადრულობთ, როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ! მასე არ არის ეს ცხოვრება, ბუმერანგია, დაიმახსოვრეთ!.
ცოტა გონს მოეგეთ! ..
და მორჩით ეკრანებიდან ღვარძლის, ბალღამის ფრქვევას! ლომის წილი თქვენი გასადისტებულია ეს ხალხი!..", - წერს გიორგობიანი სოხიალურ ქსელში.
შეგახსხენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.
პოლიციამ ფაქტზე 3 პირი დააკავა.
ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია ჟურნალისტთან საუბრისას მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.