თეგებით ძიება

ლიეტუვის პრეზიდენტი - დიალოგი საზოგადოებაში აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის

დიალოგი საზოგადოებაში აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედა განაცხადა.

გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს გამოეხმაურა და ქვეყნისადმი ლიეტუვას მხარდაჭერა გამოხატა.

„100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, 30 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ის. დღეს მას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს მის გზაზე. დიალოგი საზოგადოებაში აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის“,- წერს ნაუსედა „ტვიტერზე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა