ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაეგზავრება. ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.