თეგებით ძიება

პარლამენტის ეზოში სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული

პარლამენტის სასახლის ეზოში სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. სახანძრო მანქანების მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.

პარლამენტის სასახლის ეზოში ასევე ხდება საპოლიციო ძალების მობილიზება.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია კარვების გაშლაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა