ალუდა ღუდუშაური – თუ ნიკა მელიას მიზანია ციხეში იჯდეს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს ეს მისი არჩევანია
თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს თუ წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ულტიმატუმის ენა უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს – ჩვენი ყველა, როგორც შიდა საზოგადოება ასევე საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და გულშემატკივრები მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. ამის ფონზე ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, ეს არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.
მათი მიზანიც ეგ არის, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე შეძლონ რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ, ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხედავთ რომ ერთ შანსსაც არ ტოვებენ და რაიმე ფორმით არ „გამოიყენონ“ ეს მდგომარეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.