მე მაინც ვიტყვი! - ჟურნალისტების სოლიდარობა ვახო სანაიას
"მე მაინც ვიტყვი!" - ბათუმში ჟურნალისტებმა ვახო სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ევროპის მოედანზე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს აქცია-პერფორმასის დროს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: "ნუ ახალისებ ძალადობას" "ჩვენ ვართ სუსტები ჩვენ ვართ სოლიდარულები!" "მე მაინც ვიტყვი".
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებით შეინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას სამი პირი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელები ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტზე პოლიციამ სამივე პირი ძალადობის მუხლით დააკავა.
წყარო:newposts.ge