თეგებით ძიება

"სამი ზამთარი გავატარე აქ... დროა ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს" - მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე კარავი გაშალა

ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციის მასშტაბური აქცია მიმდინაეობს, სადაც კარავი გაშალა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

მაჩალიკაშვილის თქმით, მოვიდა დრო, რომ "ხელისუფლებამ პასუხი აგოს".

"მე წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი ზუსტად ამ ადგილას. სამი ზამთარი გავატარე აქ იმის მოთხოვნით, რომ დასჯილიყვნენ თემირლანის მკვლელები, დამდგარიყო სამართალი. მაგრამ იმის სანაცლოდ, რომ დაესაჯათ ეს ადამიანები, სახელმწიფომ შეცვალა კურსი და მთელი თავისი სიბინძურით დამეტაკა სახელმწიფო მახინჯი სისტემა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარავი დაბრუნდებოდა თავის ადგილას, თემირლანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით.

მე არცერთი წუთით პროტესტი არ შემიჩერებია. სამი წელი გავიდა, მეოთხე დაიწყო სულ ქუჩაში ვარ და ვითხოვ, რომ დაისაჯოს, გამოვლინდეს თემირლანის მკვლელები. ეს კარავი აქ დარჩება, კიდევ დაშლიან? კიდევ დავდგამ. მაგრამ, ამათ ამათი ძალა და ხელისუფლება აღარ აქვთ, მოვდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის სამი წელზე მეტია, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა