აქციის მონაწილეებს ოპოზიციის საერთო მიმართვა გააცნეს
დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს, – ნათქვამია ოპოზიციის საერთო მიმართვაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააცნო.
მიმართვაში საუბარია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე.
„აუცილებელია პოლიტკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა, იმ წესებით რა წესებზეც მოხდა შეთანხმება“, – ნათქვამია მიმართვაში.
დოკუემენტში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით და ურყევი პროტესტით ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
იქვე ბადრი ჯაფარიძემ, საერთაშორისო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.