თეგებით ძიება

“ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც” – ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებული ივერი მელაშვილიც მივიდა.

როგორც მელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ის და მელია სხვადასხვა საქმეზე არიან ბრალდებულები არიან, ორივე უდანაშაულოა.

“პირველ რიგში მხარდაჭერა ნიკა მელიას და სამშობლოსთვის ვარ აქ მოსული. მე ვფიქრობ, რომ აქ წყდება ქვეყნის საკითხი, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა— დემოკრატიული მიმართულებით უნდა განვითარდეს, უნდა დასრულდეს მთავრობის მხრიდან უამრავი ტყუილი, გინდა პროკურატურის მხრიდან, გინდა მართლმსაჯულების მხრიდან… უნდა დასრულდეს ეს ტყუილების ტირაჟირება და ხახლის უდანაშაულოდ დაპატიმრება ან მსგავსი რამ. გასაგებია, რომ საკითხები სხვადასხვა იყო ჩემს და მის შემთხვევაში, მაგრამ ერთი ეს არის, რომ ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვიყავი დაპატიმრებული და ჯერ კიდევ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა მელაშვილმა.

თბილისის საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 23 თებერვალს ენმ-ის ოფისზე შტურმით დააკავეს.

მსვლელობას უერთდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები და მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და პატიმრობიდან გათავისუფლრბას ითხოვენ, რამდენადაც მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა