თეგებით ძიება

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა!

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება.

ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას.

დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით - არასოდეს!

და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობებისა და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში!

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას!“ - წერს ბერდია სიჭინავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა