ყოველიღამე წინაზე საშინელია, ჟანგბადი უბრალოდ არ არის - როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს მოვიწერო გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი ყველა წაიღო.
ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე.
ესაა დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არვიცი საიდან მოვა", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდათ.