თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა
თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გვერდზე გავრცელდა.
„მოგესალმებით მეგობრებო, თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო“, – ნათქვამია Facebook-პოსტში.