ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული ტიპის, კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია", - ნათქვამია განცხადებაში.