"ეს მებრძოლი ხალხი "ბოკერია-ბურჯანაძის" პოლიტიკური "გვამების" გასაცოცხლებლად არ მოდის, არა!" - თაკო ჩარკვიანი
ეს მებრძოლი ხალხი "ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური "გვამების" გასაცოცხლებლად არ მოდის არა!, - ამის შესახებ პარტია "კანონისა და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ხალხნოოოო 25--30 წელია კორუფციონერები კორუფციონერებზე საუბრობენ, რუსეთის აგენტები რუსეთის აგენტებზე, ეს რა უბედურებააა ........
ხალხი?
ხალხი ჯიგარია, ბრძენია! By
ჩამოაშორეთ პროცესს ეს "გამობრძმედილი "რუსული ვექტორი, რის გაკეთებასაც - რასაც უბრძანებს ოკუპანტი, იმას გააკეთებინებს რუსეთზე მომუშავე ვექტორს, ამას რა მიხვედრა უნდა?!
ერთობა გასაგებია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით-კი ბატონო შევთანხმდით !მაგრამ ახლა რა ხდება???
ცოტა "მეტ საშიშროებას"გრძნობს ხალხი და სწორად სვამენ კითხვებს - ლეგიტიმურად!
გამორიცხულია ამ ზოგიერთ პოლიტ-თაღლითთან, მსხვილი, მნშვნელოვანი, ღირებულებების საკითხში ერთად ყოფნა ხალხმა გაიგოს. თუ მხოლოდ ვადამდელის გამო ვართ, მაშინ ყოფილი პრეზიდენტის ლანძღვა ან საერთოდ პარტიულ "ძალაუფლებებზე და წინსწრებით სამომავლო “ვლასტზე" და " იმ "ვლასტით მობრუნებაზე"ზრუნვა რა საჭიროა არ მესმის, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველ ჩვენებას რომ აწვება ბურჯანაძე (პოლიტიკური გვამია და "გაცოცხლებას" ლამობს ამ აქციებით ), საქართველომ ომი დაიწყოო ( არადა სტრასბურგმა სხვა რამ თქვა), კოსაჩოვს 20 ივნისის ( თვალების დათხის შემდეგ, გავრილივის გამო ბოდიში მოუხადა) და მისი ჩვენებით ბრალი აქვს წაყენებული სააკაშვილს, არადა აქციაზე ძალიან ბევრი სწორედ მიშას მომხრეა, ყველა არა ცხადია, სრულიად სხვა პარტიის წრმომადგენლები და საერთოდაც "საქართველოისტები" რიან -ამ ხელისუფლებისგან შეწუხებული ხალხია , დროა პატივი ვცეთ ხალხს, იმისტებს -ამისტებს),პარტია -დაშლილი ბოკერია კ. ბობოხიძის ამარა დარჩენილი , მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ კუთხე- კუთხე იყვიროს “მე კი ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი "მარა", მიშას ბრალია ყველაფერიო", არადა სახელმწიფოში რაც ხდება პირველი ვინც უნდა იცოდეს -ანუ სცოდნოდა უშიშროებაა, ჰოდა ეს ბოკერია თავის თავზე- საკუთარ თავზე ხომ არ მოუყვებოდა სააკაშვილს?თუმცა მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს ბოკერია, კიდევ რანაირად შეძლო იმ კაცმა რამის გაკეთება.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველოს ანექსიის- ქვეყნის გადაბარების საშიშროებაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ ფრთხილად! ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო!
ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი," ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკრი გვამების@ გასაცოცხლებლად არ მოდის არა!
ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!
იმ კითხვას "თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო”მათ ვპასუხობ:
ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და "იქაც" ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში,
მე დავპირდი ხალხს, ჩემს სამეგობრობს ფ.ბ- ში , რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას!
კოსაჩოვ -პუტინთან ერთად " გავრილოვებს ვერ მოვუგებთ!
და კიდევ: პოლიტ "სიფათები" კი არა პიჯაკი და კაბა ბეზრდება ადამიანს ერთი და იგივე!", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 20 ივნისის ცნობილი მოვლენების გამო, ნინო ბურჯანაძემ რუს პოლიტიკოსებს ბოდიში მოუხადა.