თავის შეკავების უნარი ვისაც არ აქვს, საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში - ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანს
ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ კანონისა და სამართლის" ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
ბურჯანაძის თქმით, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ის არავის უპირისპირდება.
„საჭიროდ არ ვთვლი განცხადების გაკეთებას. ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს. ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, მე არავის ვუპირისპირდები. ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რომ ნინო ბურჯანაძე საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენას ცდილობს. ჩარკვიანის თქმითვე, მას არ სურს ორგანიზატორად ისეთი ადამიანი, რომელიც გავრილოვის გამო კასაჩოვს ბოდიშს უხდის.