მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო - გიგა ბოკერია ბერძენიშვილის მოწოდებაზე
მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,- ასე პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც თანატოლებს პოლიტიკიდან გვერდზე გაწევისკენ მოუწოდა.
„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მისი თაობის პოლიტიკოსებს პოლიტიკიდან გვერდზე გაწევისკენ მოუწოდა.