თეგებით ძიება

"გული ძალიან მწყდება..." - რაზე და ვისზე წყდება გული ნიკა მელიას

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს, რომელიც ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, გული წყდება, რომ მის დაკავებასთან დაკავშირებით, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება არ გააკეთა. ამის შესახებ მელიამ "მთავარი არხის" გენდირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რაზე გწყდება გული, ნიკა მელიამ შემდეგი პასუხი გასცა:

"არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელტანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე".

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა