დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
დღეს, 28 თებერვალს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი 2 მარტს დამთავრდება.