თეგებით ძიება

"ჩამდეს მიწაში გარეგნობიან–ჭკუიან–მორალიანად, რეებს აბრალებ სანდრასო, ვის ახსოვს მაროშკინა " - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი წინა სტატუსი, სადაც დავცინი მაროშკინას, რომელიც სანდრას პატიმარი ქალებისთვის , საშვილოსნოს ამოჭრას აბრალებს და ვამბობ რო ძუძუებსაც აჭრიდნენ, მერე ყიდდნენ, მეც მინდოდა და აღარ შემხვდამეთქი, ერთმა საჯარო ჯგუფში "საქართველოს გულში" გაანიუსა ჩემი ფოტოთი და ბმულით სათაურით: "ზუსტად ვიცი რომ სანდრა მოჭრილ ძუძუებს ყიდის" . უნდა ნახოთ კომენტარებში რა ხდება: ზოგმა ბმული არ გახსნა, ზოგმა გახსნა და მაინ ვერ მიხვდა შინაარსს – ჩამდეს მიწაში გარეგნობიან–ჭკუიან–მორალიანად, რეებს აბრალებ სანდრასო, ვის ახსოვს მაროშკინა....ზოგი დამეთანხმა, ვიცოდით ეგ ამბავი მაგრამ შენ რატო არ იღებდი ამდენ ხანს ხმასო. ზოგი – რას გავხარ მაინც ვერ გიშველიდა ეგ ძუძუებიო, ზოგი მიხსნის – გული ნუ გწყდება, სხვისი მოჭრილი ძუძუები ვერ მიგიმაგრდებოდა მაინცო.
ხალხოოოოო! ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი.
ჩვენ კიდე რიგგარეშე არჩევნებს ველოდებით აი ესენი რო ხმას აძლევენ, იმ არჩევნებს.
უფალო! ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ბრძენი რათ მოაგროვე რათა? ", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა