„გარდაიცვალა ვაზელინის ზედოზირების შედეგად“ - რას წერს მეგი გოცირიძე?
ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაფრის ოპოლიდერებისთვის გადამბრალებელთა საპასუხოდ მსურდა რაღაცის დაპოსტვა... ოპოლიდერებზეც, რაღა თქმა უნდა და განსაკუთრებით ვალერი გელბახიანის წინა საარჩევნო საუბრები და შეძახილები მომეყვანა მაგალითად, იქვე მინდოდა მეთქვა: ანი წითლიძე მარტო რომ შეატოვა უკლებლივ ყველა ოპოპარტიამ სისტემას, ყოველდღე ბრიფინგებს რომ აწყობდა და მარტო ებრძოდა რეჟიმს, ყველას უხაროდა, არიქა-ენმ-ის ამომრჩევლებს ართმევენ პირადობებს და ჩვენ %-ი გაგვეზრდებაო, ასეც მოხდა რეალურად, და რა შედეგზეც ვართ გასული კი ვხედავთ და ახლა დაახვიეთ ეგ თქვენი პროცენტები და კი იცით მიმართულება ა.შ. და ა.შ. მაგრამ ხელი შემიშალა ამ უბედურმა შემთხვევამ და მსურს დიდი მწუხარებით გაუწყოთ, რომ ლადო კახაძე გარდაიცვალა ვაზელინის ზედოზირების შედეგად“.