ნიკა მელიას გამოშვება აუცილებლად მოუხდებათ, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოშვება აუცილებლად მოუხდებათ, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მესამე პრეზიდენტი "მთავარი არხის" ეთერში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თავის სამომავლო გეგმებს ის მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.
"ნიკა მელიას გამოშვება აუცილებლად მოუხდებათ, ისევე როგორც რურუასი, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების. მაგალითად, მიხეილ ბატურინის, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ეჭვი აქვთ, შეიძლება სააკაშვილთან რამე კავშირი აქვს და უკრაინელი მეზღვაურების, რომელიც იქ არის. მოუხდებათ აუცილებლად რიგგარეშე არჩევნებზე წასვლა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს.
ჩემს გადაწყვეტილებებს მე მომავალ კვირას გამოვაცხადებ. გამოვაცხადებ ჩვენი გამარჯვების ჩემეულ გეგმას და ხედვას",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სპეცოპერაციის სედეგად "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ 23 თებერვალს დააკავეს.