თეგებით ძიება

პარლამენტთან კიდევ ერთი კარვის გაშლას ხმაური მოჰყვა

თბილისში, პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება იყო. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები კიდევ ერთი კარვის გაშლას შეეცადნენ, რასაც სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

საბოლოო ჯამში, აქტივისტებმა რიგით მეთხუთმეტე კარავის გაშლა მაინც მოახერხეს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე ე.წ. ლინოლეუმის შეტანა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მცირე დაპირისპირების შემდეგ აქტივისტებმა ლინონიუმის ტერიტორიაზე შეტანა მაინც მოახერხეს.

აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან. ისინი ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა