თეგებით ძიება

დეპუტატი ბოლქვაძე სკანდალურ ვიდეოზე: კადრები ძველია და გასული წლის თებერვალშია გადაღებული

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აცხადებს, რომ ვიდეო ძველია და გასული წლის თებერვალშია გადაღებული. ამის შესახებ ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს.

„დღეს აქვს ჩემს შვილიშვილს დაბადების დღე. გასულ წელს გადავუხადე. ეს არის ძველი ვიდეო. ეტყობა გუშინ ამოვარდა და დადეს ძველი ვიდეო. რატომ გააკეთეს და რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი.

დღეს აქვს დაბადების დღე შვილიშვილს და არ გადამიხდია. არც სხვა შემთხვევებზე არ გამიკეთებია წვეულებები. კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას“, – აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიშა ბოლქვაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც კადრებში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე რამდენიმე ადამიანთან ერთად.

მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ეს შემთხვევა გუშინ მოხდა და დეპუტატი „კომენდანტის საათის“ დროს ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა და ფეისბუქლაივი ქონდათ ჩართული.

ამ ეტაპზე ვიდეოს ორიგინალი სოციალურ ქსელში არ იძებნება, მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ვიდეო წაშალეს, თუმცა გადმოწერა მოასწრო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა