თეგებით ძიება

დაპირისპირება რიონის ხეობაში - აქტივისტებს ჰესის მშენებლობის ადგილას არ უშვებენ

რიონის ხეობაში დაპირისპირება და ხმაური იყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებებლობის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეებს, პოლიციამ პროტესტის ადგილას შესვლის უფლება აღარ მისცა, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" 2-კვირიანი ვადა მისცეს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისში აქციები ისევ გაიმართება და ქალაქის პიკეტირებაც დაანონსდა.

პროტესტის 127-ე დღეს, რიონის მცველებს მესამე სექტორი, სასულიერო პირები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ თურქულ კომპანიას 99 წლიანი ვადით, ხეობა გადასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა