თეგებით ძიება

შარლ მიშელი საქართველოს ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

ვიზიტის ფარგლებში, 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი 2 მარტს დამთავრდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა