ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომელიც აეროპორტში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დახვდა.
როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია. მას ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ელის. გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტები აგროკულტურასაც შეხება,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ვიზიტის ფარგლებში, 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი 2 მარტს დამთავრდება.