საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შარლ მიშელს ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.