თეგებით ძიება

პროტესტის 92-ე დღე - აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან

ამ წუთებში აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას მართავენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული- მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.უნდათ დაანახონ პარტნიორებს, რომ საზოგადოებას სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მმართველი ძალა ხალხის ხმას არ ისმენს.

სამოქალაქო აქტივისტები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის მიმდებარედ კარვებში აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას. მათი მოთხოვნებია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა