შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
შარლ მიშელთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.