თეგებით ძიება

პატარა პოლიტიკური პარტიები სააკაშვილის თამაშის წესებით მოქმედებენ - იაგო ხვიჩია

„მე არ მჯერა „ნაციონალების“ ოფისში ერთმანეთთან გადაზელილი დაბალპროცენტიანი პარტიების, რომლებიც გვეუბნებიან, მოდი, გავუშვათ „ოცნება“, მერე ჩვენ მოვალთ მიშასთან ერთად, ოღონდ ჩვენ მას გავაკავებთ და ისეთი მწამებელიც აღარ იქნება, როგორიც ადრე იყოო“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.

„ამის არც ხალხს სჯერა, თორემ აქამდე „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. მე არ ოპოზიციაში არ მეგულება ძალა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში მოსული მიშას შეკავებას.

ადრე ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი ერთპიროვნულად ვერ მოვიდოდა, რადგან 27% ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, თუმცა „ოცნების“ ბრიყვული ქმედებების შედეგად მთელი ოპოზიცია, გარდა „გირჩისა“, შეეზილა „ნაცმოძრაობას“. პატარა პოლიტიკური პარტიები, სურთ თუ არა, სააკაშვილის თამაშის წესებით მოქმედებენ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა