შარლ მიშელი - დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის.
ამასთან, შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს საღამოს გარკვეული წინსვლა იქნება მიღწეული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი მზადაა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში.
„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“,-აღნიშნა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს შეხვედრას სთავაზობს. სეხვედრაზე მზაობა პრემიერმა უკვე განაცხადა.