თეგებით ძიება

ოპოზიციას მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც , - ამის სესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების შედეგად მოუწევს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც აქამდე არ უფიქრია.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცხელი დღეების პოზიტიური შედეგი ის იქნება, რომ შეიძლება ოპოზიციას მოუწიოს და მგონია, მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც. თუ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მოუწევს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამან შეიძლება შეხების და გადაკვეთის წერტილები უფრო მეტი იპოვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, შედეგი იმ მოლაპარაკების, რომელიც ჩვენი მეგობრების ინიციატივაა, შეიძლება იყოს პოზიტიური, რადგან ოპოზიციას მოუწევს ახლა უკვე რაციონალური, ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მაინც, რაც აქამდე არც უფიქრია“,- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტს, უმრავლესობის წევრის თქმით, ის ასეთ საკითხებზე არ ტარდება.

„სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა