პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრება. ოპოზიციის მხრიდან ათონელის სასახლეში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დღეს გამართვის თაობაზე ინიციატივა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა, რაზეც პრემიერი და ოპოზიცია დათანხმდნენ.