თეგებით ძიება

"ლელოს" გადასაწყვეტი არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრი

"ლელოს" გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი პარტია "ლელოს" მოთხოვნას მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

როგორც ეკა ტიკარაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, ის თანამდებობის დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს.

"გარდა იმისა რომ პანდემიას ვმართავ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ "ლელოს" გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე,"- აღნიშნა "დღის კურიერში ჯანდავცის მინისტრმა.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების რამდენჯერმე გადადების გამო, პარტია "ლელო" ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

პოლიტიკური გაერთიანება პრეპარატის ქვეყანაში შემოტანაზე პასუხისმგებლობას, სწორედ ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა