ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება - შალვა ნათელაშვილი
ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ხელისუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დამსახურებაა, რომ ოპოზიცია დღეს ხელისუფლებასთან კონსულტაციაზე დაჯდა.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
"ჩვენმა სტუმარმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რომ დავსხედით ხელისუფლებასთან კონსულტაციაზე. სანამ არ გათავისუფლდება ნიკა მელია, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დადგება ქვეყანაში, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ გამოსავალია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. იმ ბელადს ვპირდები, რომ მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა და ძალიან მალე სანქციები იქნება, - ამბობს ნათელაშვილი", - განაცხადა ნათელაშვილმა ჟურნლისტებთან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა.