თეგებით ძიება

დღეს ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება და პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას იმ პირობის დარღვევად აფასებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.

მისი თქმით, როგორც წესი, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება და პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა