თეგებით ძიება

გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდი ამაზე! – ლევან ღვინჯილია ჟურნალისტებს მიმართავს

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვირდებულ ტერმინს „გავრილოვის ღამეს“ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“, რომლებმაც დაამკვიდრეთ ტერმინი „გავრილოვის ღამე“:

იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამით უკვდავყოფთ იმ ვიღაც გავრილოვის სახელს?

ადვილად მისახვედრია, რომ „ბართლომეს ღამე“ გაგიგონიათ და ამის კალკირებით შექმენით „გავრილოვის ღამე“, მაგრამ არა მგონია, ეს დიდად მოსაწონი „მიგნება“ იყოს, რამდენადაც ამას ახლავს ის მეორე, ნეგატიური შედეგი, რაზეც აქვე უკვე მოგახსენეთ.

გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდი ამაზე!

თუ მაინცადამაინც კალენდარული მითითება გჭირდებათ, შეგიძლიათ თარიღი დაასახელოთ „20 ივნისის (და არა – “გავრილოვის“) ღამე“. ნუ უკვდავყოფთ ვიღაც გავრილოვის გვარს საქართველოში. ეს არაფერს მოგვცემს“, – წერს Facebook-ის პირად გვერდზე ლევან ღვინჯილია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა