თეგებით ძიება

მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ "თავში არ უნდა აგვივარდეს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდვითარება საქართველოში სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვა მაინც საჭიროა.

„ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება ქვეყანაში, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რასაც ხშირად ვამბობთ... პრევენციული ღონისძიებები - ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანცია და თავის არიდება დიდი შეკრებებისთვის, აუცილებლად, კარგა ხანს დაგვჭირდება. რომ შევაჯამოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ. ძალიან კარგია ეს, მაგრამ ბოდიში, "თავში არ უნდა აგვივარდეს" ახლა. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ვაკვირდებოდეთ ყველა შემსუბუქებას იმის მიხედვით, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა